ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ახალი მაჩვენებლების მიხედვით, კოვიდინფექცია ბოლო დღე-ღამეში კიდევ 1928 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა რვა პაციენტი. შედეგად, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ-19-ს ქვეყანაში 201 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით იკლო თბილისში, – დედაქალაქში ვირუსის სულ 788 ფაქტი აღირიცხა, რაც წინა დღესთან შედარებით, 246-ით ნაკლებია. მაჩვენებელი გაზრდილია აჭარასა და იმერეთში. გამოქვეყნდა გამოჯანრთელებულთა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 604 პაციენტს დღეს კლინიკებიდან გაწერენ.

მარიამ სეთურიძე განაგრძობს  ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბარს.