ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების ტემპები ყოველდღე იმატებს. გაუარესებულ სტატისტიკას დღეს კიდევ 1 595 ახალი შემთხვევა დაემატა. თბილისის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იმერეთსა და აჭარაში. ეპიდემიოლოგები პიკს ნოემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ პერიოდისთვის დღიურმა მაჩვენებელმა 4 ან 5 000-ს ინფიცირებულს მიაღწიოს. მზარდ ნაკადებთან ერთად ცვლილებებია „პისიარ“ ტესტირების სისტემაში. მთავარ სამიზნე ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს, ძირითადი აქცენტი კი კოვიდკლინიკებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებზე კეთდება. იმ საავადმყოფოებში კი, სადაც კოვიდინფიცირებულებს არ მკურნალობენ, ექიმების გეგმიური ტესტირების პროტოკოლი შეიცვალა.