ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ექვსი დაღუპული და 1595 ახალი ინფიცირებული – კოვიდ-19-ის სამწუხარო სტატისტიკა იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსმა გავრცელების რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. დღე-ღამის განმვალობაში და ფიქსირებული შემთხვეევბიდან თბილისზე მოდის 563 ახალი ინფიცირებული, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა  ქართლიში – 69, გურიაში –  53, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24. ექვსი დაღუპული პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა.

ყველაზე ახალგაზრდა, 40 წლის, ყველაზე ასაკოვანი კი, 81 წლის იყო. ექიმების განცხადებით, ყველა გარდაცვლილს ჰქონდა თანმდევი დაავადება და მათი მდგომარეობა მძიმე იყო.  ქვეყნის მასშტაბით კი, კლინიკებში მოთავსებულია 381 მძიმე პაციენტი. 77 პირი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეპიდემიოლოგები და რა პროგნოზებს აკეთებენ ისინი – ანა ბროლაძე დეტალებით.