ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება თბილისში.

დედაქალაქში დღიური მაჩვენებელი 100-ს გადასცდა. გამოვლენილია 111 ინფიცირებული. რამდენიმე კერა გაჩნდა თბილისის სკოლებში, გაფართოვდა ოქროს ბირჟის კლასტერი. მდგომარეობა საყურადღებოა იმერეთის რეგიონშიც, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მატების ტენდენციაა. ყველაზე მაღალი რისკის ზონის სტატუსი კი ისევ აჭარას აქვს, თუმცა დამაიმედებელია ის გარემოება, რომ რეგიონში დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით თითქმის 100-ით შემცირდა. აჭარის პარალელურად ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლა თბილისია.