ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება. გარდაცვლილია კიდევ ორი ადამიანი, ჯამში 50 პაციენტი.

კოვიდ-19-ის დიაგნოზი 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს ბოლო 24 საათში.  ახალი მონაცემებით, ინფიცირებულია კიდევ 554 მოქალაქე. დიდი ნაწილი აჭარას უკავშირდება, 65  თბილისს.

გუშინდელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა იმერეთში, სადაც ვირუსი 63 მოქალაქეს დაუდგინდა. ცხრა ინფიცირებული კი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, ერთ-ერთი თბილისში დაიღუპა, მეორე კი, აჭარის რეგიონში. ამასთან გვაქვს განკურნებულთა მაჩვენებელიც, კლინიკებიდან დღეს 252 გამოჯანმრთელებული გაიწერება. სულ ამჟამად ქვეყანაში 3874 ინფიცირებულია, მათგან 43 მდგომარეობა კრიტიკულია. ერთი მძიმე პაციენტი რჩება თბილისის ინფექციურში. დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია, მათ შორის გართულებების გარეშე მიმდინარეობს მკურნალობის კურსი, ინფექციურში მოთავსებული სამი და ექვსი თვის ჩვილების შემთხვევაშიც.