ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია.

სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ. საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა ორი პაციენტი. გამოჯანმრთელდა 270 პირი. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ რჩება აჭარა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალებს მარიამ სეთურიძე გვეტყვის.