ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ისევ მაღალია კორონავირუსის შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებელი. კოვიდ-19 კიდევ 294 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამასთან, დილის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დიდი ნაწილი ისე აჭარაში გამოვლინდა. ვირუსის დიაგნოზი 43 პირს დაუსვეს თბილისში. 14- იმერეთში. დანარჩენი ფაქტები კი სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. ინფექციურ საავადმყოფოსთან დღეს განაცხადეს, რომ ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. სამი ახალი პაციენტი ჰყავს უშუალოდ ინფექციურ კლინიკას, სადაც ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეპიდსიტუაცია და ახალი მაჩვენებლები –  თათია ტაბეშაძე ბოლო ინფორმაციით.