ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კოვიდ-19-ის პანდემიის პიკი, ანუ 16 აპრილის შემდეგ, დღეს საქართველოში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო ერთ დღეში, ახალი კორონავირუსი 38 ადამიანს აღმოაჩნდა, საიდანაც 22 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. დაავადებულებს შორის არის თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელი, რომელსაც ინფექცია ამავე მაღაზიაში დასაქმებულისგან გადაედო. ბოლო კვირების ტენდენცია აჩვენებს, რომ დღიური მონაცემები სულ უფრო მზარდია. მაღალი მობილობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა სავაჭრო ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმროები და კაფე-ბარები. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების მიუხედავად, სწავლის დაწყების გადავადება არ იგეგმება.

დატოვე კომენტარი