ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 1 436 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს. კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი ახალი პაციენტი კი სამედიცინო პერსონალია. დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ „კოვიდ“-ცენტრებში 259 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 23 პაციენტი კი მძიმედ ფასდება.