ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

კორონავირუსის გავრცელების დღიური მონაცემი ერთნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა.

რამდენიმედღიანი მკვეთრი მატების შემდეგ ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდეც ვერ აღწევს. კვლავ საყურადღებოა გარდაბნის რაიონის ჩაკეტილი სოფელი ყარაჯალარი, რომელსაც დღევანდელი რვა ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება. სულ კი ბოლო დღეებში მხოლოდ ამ სოფელში 31 ადამიანი დაინფიცირდა. იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგებს მუშაობა და ნიმუშების აღებაზე ადგილობრივების დაყოლიება უჭირთ, სოფელში ტესტირება კარდაკარის პრინციპით დაიწყო. გარდაბანში რისკების მატების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ქვეყნის საერთო სურათს კონტროლირებადს უწოდებენ, პროგნოზები ოპტიმისტურია საზღვრების გახსნის შემდგომ პერიოდზეც.