ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან, თბილისში  893 ინფიცირებული აღრიცხეს, რეგიონებში ამ მხრივ ლიდერობს იმერეთი და გურია. ამ ეტაპზე ქვეყანაში 54 447 ინფიცირებული მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 638 ადამიანი. სპეციალისტების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა და შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  ქვეყანაში მეექვსე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა და  მიმართვიანობა კლინიკებში შემცირდა. სტაბილიზაციის ნიშნების გამოკვეთის მიუხედავად, ამირან გამყრელიძე  მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.