ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი. ქვეყანაში მაჩვენებლები დღითიდღე მცირდება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მონაცემები ამ დროისთვის მაინც მაღალია. მეექვსე ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა, იმისთვის, რომ ვითარება დასტაბილურდეს და რისკები შემცირდეს, საჭიროა ვაქცინაცია. იქნება თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო შტამი, – ამის პროგნოზი შეუძლებელია.