ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების კლების მიუხედავად, სპეციალისტები მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. პირველ რიგში, ვაქცინაცია და პირბადის ტარება კვლავ აუცილებელ რეკომენდაციებად რჩება. ამ დრომდე პასუხგაუცემელია არაერთი კითხვა „ომიკრონთან“ დაკავშირებით. მედიკოსებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული პირი, რომელმაც კორონავირუსის ეს ახალი შტამი გადაიტანა.