ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

სადღესასწაულო დღეები ნეგატიურად აისახა ეპიდემიოლოგიურ სურათზე.

ყველა მიმართულებით დაფიქსირდა ნახტომისებური მატება. მარტო დღეს კორონავირუსი 4 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, როცა დეკემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2 000-ის ფარგლებში მერყეობდა. მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. პირველი შემთხვევებიდან ორ კვირაში „ომიკრონის“ უკვე 150-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. რეგულაციების დაუცველობის და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში ეპიდემიოლოგები მძიმე იანვარს პროგნოზირებენ.

არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო „ომიკრონზე“ უფრო სწრაფი გადადების ხარისხით გამორჩეული ახალი შტამის სახით, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგეს – საუბარია საფრანგეთში აღმოჩენილ ახალ ვარიანტზე, რომელიც „ომიკრონზე“ მეტ – 46 მუტაციას შეიცავს.