ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის გავრცელების ფონზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი შტამი გახდება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეში შვიდი ათასს გადააჭარბებს. იმის მიუხედავად, რომ ახალი შტამი მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მედიკოსები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და მესამე, „ბუსტერ“-დოზით ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ჰოსპიტალური სექტორი ზეწოლის საფრთხის წინაშე ისევ აღმოჩნდეს.

მსოფლიოში „ომიკრონის“ გავრცელების შედგების მიხედვით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს.