ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს.

წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს ისევ მოიმატა და 4 000-ს გადააჭარბა. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ხუთი დღე რჩება მწვანე საშვების სისტემის ამოქმედებამდე. თუმცა კოვიდ-გადატანილთა მწვანე პასპორტის ვადებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ექვსი თვე თუ უვადო პასპორტი – ექიმები საკოორდინაციო საბჭოს, განმეორებით ინფიცირების გახშირებულ შემთხვევებს ახსენებენ და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის პასპორტის მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი