კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში

54 000-მდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს ამ დროისათვის სამედიცინო სექტორს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები ისევ მაღალია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“ კიდევ 4104 მოქალაქეს დაუდასტურდა. ისევ საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობა. მხოლოდ ერთ დღეში ვირუსს კიდევ 67 მოქალაქე ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი უკვე 11, 06%-ია. ინფიცირების ახალი ფაქტებიდან, თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.