ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

„კოვიდ-19“-ი დღეს 24 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 31 მაისს გამოვლინდა. კიდევ ორით გაიზარდა დაუდგენელი წყაროს რაოდენობა და სულ ჯამში შვიდი ინფიცირებულია, რომლებმაც არ იციან, ვინ გადასდო ვირუსული ინფექცია. ყველაზე მაღალი რისკის ზონა გარდაბნის რაიონის სამი სოფელია, რომლებსაც დღევანდელი 24 ფაქტიდან 10 შემთხვევა უკავშირდება. თუ ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივ ტესტირებაზე უარს იტყვის, სამივე სოფელი ჩაიკეტება. რაიონში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ადგილობრივთა დიდი ნაწილი „პისიარ“-ტესტირებაზე უარს ამბობს.