ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, მცირედით იკლო ახალი შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 1 653 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 47 პაციენტი. აცრის მსურველთა მიმართვიანობა ისევ დაბალია.

რა გეგმა აქვს ჯანდაცვის სექტორს, უნდა ველოდოთ თუ არა რეგულაციების აღსრულების კუთხით ახალ გადაწყვეტილებებს.