ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

4 314 ახალი შემთხვევა და 35 გარდაცვლილი, – ასეთია დღევანდელი მონაცემები, რაც გუშინდელთან შედარებით მცირედით შემცირებულია. თუმცა, კორონავირუსის გამოვლენის დღიური დადებითი მაჩვენებელი კვლავ 12 %-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესებულა.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას, – თეონა ბარბაქაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.