ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დაახლოებით ორ საათში „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში იქნება.

აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემულ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ვაქცინას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი დახვდებიან. რეგისტრაცია ელექტრონული პორტალის პარალელურად კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი. სწორედ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებით და წესების დაცვისკენ მოწოდებით აპირებს ხელისუფლება მეოთხე ტალღის შეკავებას და ინფიცირების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლების შემცირებას. ჰოსპიტალურ სექტორზე გაზრდილი ზეწოლის და ინფიცირებულთა დღიური მონაცემების თითქმის გაორმაგების მიუხედავად, შეზღუდვების ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში ისევ არ დგას. წითელ ზონაში გადასული ქვეყნის წამყვან კოვიდ-კლინიკებში ადგილებიც დეფიციტია.