ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო ერთ დღეში. მათგან ორ შემთხვევაში კვლავ ვერ დგინდება ვირუსის გავრცელების პირველწყარო, მიმდინარეობს კვლევა. ბოლო ორ დღეში, ქვეყანაში კორონავირუსის ხუთი მსგავსი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შემთხვევაშიც ვერ დგინდება დაინფიცირების წყარო.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. სულ ვირუსი დაამარცხა 903 ადამიანმა.

საერთო ჯამში, დადასტურებულია 1049 შემთხვევა. კორონავირუსს ემსხვერპლა 16 პაციენტი.