ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა მოქალაქე.  რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 2,05 პროცენტი შეადგინა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, შეზღუდვების შემსუბუქებას ეპიდემიოლოგების ნაწილი, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ნაადრევად მიიჩნევს. ისინი მოსახლეობას რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას ურჩევენ. სპეციალისტები საფრთხეს რეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებაშიც ხედავენ. შეგახსენებთ, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები, დაკისრებულ თანხას აღარ გადაიხდიან.

მოამბე