ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

20 ივნისისათვის კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 2.78% -ს შეადგენს, რაც, სპეციალისტების შეფასებით, სტაბილურ, მაგრამ საყურადღებოა ვითარებას ნიშნავს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 737 ტესტიდან, დადებითი 521 შემთხვევა აღმოჩნდა. გასული დღე-ღამის მანძილზე, „კოვიდ-19“-ს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირების ფაქტებს, უმრავლესობა – 283 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, 52 – იმერეთში, ერთით ნაკლები ქვემო ქართლში, 36-ით გაიზარდა კოვიდსტატისტიკა აჭარაში. მძიმეა 668 პირის მდგომარეობა, საიდანაც 183 პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.

მაჩვენებლები განკურნებულთა შესახებ –  გასული დღე-ღამის მანძილზე გამოჯანმრთელდა 911 ინფიცირებული. მცირედით გაიზარდა ვირუსის ინდური შტამის შემთხვევების სტატისტიკა. „კოვიდ 19-ის“ ახალი ვარიანტი კიდევ ორი პაციენტის შემთხვევაში დადასტურდა. პარალელურად, მზადება მასობრივი იმუნიზაციის დასაწყებად გრძელდება. ქვეყანა ვაქცინას სხვადასხვა მწარმოებლისგან ელოდება და როგორც სფეროს სპეციალისტები გვიხსნიან, მოქალაქეებს მალე არჩევანის შესაძლებლობა ყველაზე მოთხოვნად ვაქცინებს შორის ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება აცრის პროცესში, მეოთხე ტალღა, რომელსაც სპეციალისტები აგვისტოს ბოლოს ვარაუდობენ, შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

მოამბე

დატოვე კომენტარი