ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან  2,12 პროცენტი შეადგინა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 253 ტესტი. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 380, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, იმერეთში – 59. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაცია. ამ დროისთვის სულ აცრილია 191 001 ადამიანი.

მოამბე