ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ შესრულების მხრივ საფრთხის ქვეშ დგას გეგმა, რომლის მიხედვით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აცრილი უნდა იყოს. მთავარი მიზეზი ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც ყოველდღიურად აცრილ მოქალაქეთა რიცხვი მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ ჩამორჩება. ოპოზიცია ვაქცინების მარაგების დროულად მოძიება-მოპოვების პროცესში ხელისუფლების დაგვიანებულ ნაბიჯებზე და არასაკმარის აქტიურობაზე საუბრობს. დაზუსტებით ჯერ ისევ არ ვიცით, როდის მიიღებს ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი „ფაიზერის“ მეორე პარტიას, რომლის პირველი 15 000 დოზა შემოტანიდან მალევე ამოიწურა. ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ჩინური „სინოვაკი“ და ასაკობრივი შეზღუდვის მქონე „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი.