ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყო.

სინოფარმის“ დოზების ამოწურვის შემდეგ საქართველოში დღეიდან „სინოვაკით“, იგივე „კორონავაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს. ეს არის უკვე მეორე ვაქცინა, რომლის ათვისება ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე გადაწყვიტა. ავტორიზაციის პროცესის დასრულება მიმდინარე კვირის ბოლოს იყო ნავარაუდები, თუმცა დღეს გაირკვა, რომ „სინოვაკზე“ საგანგებო მოხმარების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ჯანმო-ს საბოლოო გადაწყვეტილება ივნისში გახდება ცნობილი. „სინოფარმის“ მსგავსად „სინოვაკზეც“ განსაკუთრებით მაღალი მიმართვიანობაა. დედაქალაქში ადგილები სწრაფად ივსება, რის გამოც მოქალაქეები თბილისში აცრის პუნქტების დამატებას ითხოვენ. ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გადაიარა, რაც ინფიცირებულთა დღიურ მონაცემებზეც აისახება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა.