ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 3,61% შეადგინა. ახალი შემთხვევების უმეტესობა, 790 კოვიდპაციენტი კვლავ თბილისს უკავშირდება. აღნიშნული სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული  38 468 ტესტის შედეგად  გამოვლინდა.  პარალელურად, ქვეყნაში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისთვის სულ 81 076 ადამიანია აცრილი.

მოამბე

დატოვე კომენტარი