ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

12:09, 11.05.2021

უქმე დღეებთან დაკავშირებული შეზღუდვები 13 მაისიდან იხსნება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.

საქართველოში 31 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში. გამოვლინდა ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 251 პირი. ჩატარდა 28 532 ტესტი. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე გრძელდება ვაქცინაცია. მიმართვიანობამ განსაკუთრებით ჩინური „სინოფარმის“ შემოტანის შემდეგ მოიმატა.  უახლოეს დღეებში აცრის პუნქტების დამატებაა დაგეგმილი. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს იმუნიზაციის აუცილებლობასთან ერთად, რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

მოამბე

მსგავსი