ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები.

სამთვიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე უარესდება. ეპიდემიოლოგები დღეს არსებულ სიტუაციას ოქტომბერს, ანუ უმძიმესი მეორე ტალღის საწყის პერიოდს ადარებენ. ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზეა. თბილისის შემდეგ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭიათურაში, ასევე აჭარის რამდენიმე სოფელში, სადაც არაერთი კლასტერი და შესაბამისად ეპიდაფეთქების კერები გაჩნდა. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება აქტიურად განიხილება. დღესვე ცნობილი ხდება, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გაზრდილია, თუმცა გეგმიურ მაჩვენებელს სამჯერ ჩამორჩება ვაქცინაციის ტემპი. ამ წუთის მონაცემით, ქვეყანაში აცრილია 8 536 ადამიანი.