ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ვაქცინაციის დაგვიანებამ შეზღუდვების გაუქმების განრიგზე გავლენა არ მოახდინა.

დღეიდან უკვე კაფე-რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნა, სავაჭრო ცენტრები კი ამ კვირიდან უქმე დღეებშიც იმუშავებენ.

ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი არ გაუარესებულა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი სტაბილურად 2%-ს ქვემოთაა. ახლა ყველა ინდოეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის დასრულებას ელოდება. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმის გვერდის ავლით სწორედ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ჩამოიტანოს. „კოვაქსიდან“ ქვეყანა „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ პირველ დოზებს 22 მარტიდან ელის, პარალელურად ხელისუფლება თადარიგს იჭერს ბაზარზე ახლად გამოჩენილ ვაქცინა „ნოვავაქსზე“, რომელიც ავტორიზაციას უახლოეს კვირებში მიიღებს.

დატოვე კომენტარი