ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

16 ათასამდე ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა. ასეთია დღევანდელი მონაცემები. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.47 პროცენტს შეადგენს. განიკურნა  91 პირი, გარდაიცვალა 9 ადამიანი. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 135 შემთხვევა თბილისში აღირიცხა. ამ ეტაპზე ინფიცირების 2 556 აქტიური შემთხვევაა. 267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 78 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 1 013 პირი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი.

მოამბე