ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

სულ უფრო მეტი შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, საქართველო „კოვიდ-19“-ის გავრცელების დაბალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. მთავარ მიზეზად თავის დროზე ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები და ინფექციის კონტროლის მიზნით დაწესებული რეგულაციები სახელდება. ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება და ყოველდღიურად გამოვლენილი ერთეული ფაქტები ძირითადად იმპორტირებულია. პროგნოზები ოპტიმისტურია, მათ შორის მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაშიც.

დატოვე კომენტარი