ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში 

საქართველოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაიზარდა.

20 500-ზე მეტი ტესტის შედეგად „კოვიდ-19“-ის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე რეგულაციების მკაცრად დაცვას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ირკვევა, რომ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გარდა საქართველომ შესაბამისი ორგანიზაციების აღიარების შემდეგ შესაძლოა სხვა მწარმოებლების ვაქცინებიც შეისყიდოს. ამ დროისთვის ავტორიზაციის მოლოდინში რამდენიმე კომპანიაა, მათ შორის „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომლის ერთი დოზაც საკმარისია. ხელისუფლება პირობას დებს, რომ, წარმოების შეფერხების და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დეფიციტის მიუხედავად, წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის 60% აცრილი იქნება.