ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში  

კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა კლებისკენ მიდის. ბოლო დღეების მაჩვენებელი საშუალოდ 500-ის ფარგლებში მერყეობს. ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი ტესტი კეთდება. ახლა მთავარია, რომ გაუმჯობესებული მონაცემები შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც შენარჩუნდეს. მთავარი აქცენტი სასწავლო პროცესის განახლებაზეა გადატანილი. ორშაბათიდან დიდ ქალაქებშიც სწავლა კლასებში გაგრძელდება, რისთვისაც სასწავლო დაწესებულებებს მთელი რიგი რეგულაციების და უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვა მოუწევთ.