ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ორშაბათიდან ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე დადგება.

ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ტრანსპორტის, ერთი კვირის შემდეგ კი, სკოლების და რესტორნების ღია სივრცეების გახსნის ფონზე, როგორ უნდა აიცილოს ქვეყანამ მესამე ტალღა, რომელსაც ექიმების ნაწილი აპრილის ბოლოს არ გამორიცხავს. ეპიდემიოლოგები გამოსავალს რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაში ხედავენ. საქართველოში დღესაც ინფიცირების დადებითობის 4 %-ზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთავარია, ეს ციფრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც შენარჩუნდეს.