ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ კოვიდპანდემიასთან ბრძოლა დაასრულა. ახლა თითოეული მოქალაქის, საჯარო დაწესებულების და ბიზნესსუბიექტის მხრიდან რეგულაციების მკაცრ დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ნოემბერ-დეკემბრის უმძიმეს დღეებს ახსენებენ და აფრთხილებენ, რომ თუ პირბადის ტარების წესი და დისტანცია არ იქნება დაცული, არსებობს მესამე ტალღის და, შესაბამისად, შეზღუდვების თავიდან ამოქმედების საფრთხე. ბოლო ორი კვირაა, საქართველოში კორონავირუსი დღიურად დატესტილი ადამიანების საშუალოდ 4%-ს უდასტურდება. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ამ მაჩვენებელზე დაკვირვება გაგრძელდება და მისი მატების შემთხვევაში დღევანდელი გადაწყვეტილება გადაიხედება.

მოამბე