ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დღის ბოლომდე უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა საქართველო „კოვაქს პლატფორმიდან“ თებერვლის ბოლოს „ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზას. იმის გამო, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ სერიოზული პრობლემები შეიქმნა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეაფერხებს ეს პროცესი საქართველოში ვაქცინების დროულად შემოტანას. ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 3.5%-მდე ჩამოვიდა. შესაბამისად სკოლების და ტრანსპორტის ვადაზე ადრე გახსნის პერსპექტივა გაჩნდა. ამ საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოშიც დაიწყო.