ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგიური სურათი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამუშაო დღეს ჩატარებული 15 000-მდე ტესტის ფონზე ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1 000-ს ჩამოსცდა. ეპიდემილოგების შეფასებით, ახლა ქვეყანა პლატოზეა, დაავადების გავრცელების დინამიკა კი იკლებს. დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ შვიდამდეა შემცირებული, მაშინ როცა ეს მონაცემი პიკის პერიოდში 30-ს აჭარბებდა.