ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები შედარებით შემცირდა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 19 ათასზე მეტი ტესტის ფონზე,  1 618 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასა და კონტროლის მექანიზმების კარგად აღსრულებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

სამომავლო კოვიდ-ვაქცინაცია და შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპისთვის მზაობა – განცხადებები დღეს ამ თემებზეც გაკეთდა.

 

დატოვე კომენტარი