ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

იმედისმომცემი კვლევა კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის – ამერიკის ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით, იმ ადამიანების იმუნიტეტი, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, რვა თვის შემდეგაც მყარი იყო. ამ მოსაზრებას ქართველი ეპიდემიოლოგებიც ეთანხმებიან. საქართველოში ყოველდღიური მაჩვენებლების კლების ტენდენცია გრძელდება. ბოლო 24 საათში კოვიდ-19 წინა დღესთან შედარებით 200-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. 1 612 პოზიტიური შედეგი 15 500-მდე ტესტის პირობებში. შემდეგი რისკჯგუფები, რომლებიც გეგმიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან, დიდი ალბათობით იმ ობიექტების თანამშრომლები იქნებიან, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას.

დაგეგმილია ტესტირების გაფართოება აგრარულ ბაზრებშიც.