ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი. ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145  სამეგრელო-ზემო სვანეთში,  118ი კი, აჭარაში გამოვლინდა. დანარჩენები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 076 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი.   742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 4 436 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.