ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ყველაზე მძიმე წელს ქვეყანა გაუმჯობესებული კოვიდ-სტატისტიკით აცილებს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიურად კლების ტენდენცია ნარჩუნდება. დღიური მაჩვენებელი ამჯერად 2 000-ს ჩამოსცდა. 1 738 ახალი შემთხვევა 14 000-ზე მეტი ტესტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა. ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 5 480 ადამიანი მკურნალობს. დღეს ცნობილი ხდება, რომ სამი მაღალეფექტური ვაქცინიდან საქართველოს ბრიტანული „ასტრაზენაკას“ მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს.