ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

დიდ ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამის გამო საქართველო რეგულაციებს ამკაცრებს.

28 ნოემბრიდან მოქმედი მკაცრი შეზღუდვების შემაკავებელი ეფექტი კი სახეზეა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ყოველდღე მცირდება. დასტაბილურებული ვითარების შესანარჩუნებლად ეპიდემიოლოგები შეზღუდვების მთლიანად მოხსნას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შეზღუდვების სრულად გაუქმება, შემსუბუქება, თუ ძალაში დატოვება: გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. რაც შეეხება ვაქცინას, მისი შემოტანის სავარაუდო პერიოდად თებერვალი და მარტი სახელდება. „პფაიზერის“, „ბიოენტექის“ და „მოდერნასვაქცინებთან ერთად განიხილება ბრიტანული „ასტრა-ზენეკაც“, რომლის შენახვის პირობები პირველ ორთან შედარებით გაცილებით მარტივია.