ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

39 გარდაცვლილი და ვირუსის 1731 ახალი შემთხვევა, – ასეთია კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათის მონაცემებით. გასული დღე-ღამის მანძილზე სულ 9 812 ტესტი ჩატარდა. ვირუსის დადასტურებული ფაქტების მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისში ფიქსირდება, მას მოსდევს იმერეთი და აჭარა. ყველაზე ცოტა, სულ ოთხი შემთხვევა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ათასზე მეტი მძიმე პაციენტი გვყავს.

მოამბე