ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დროებით მოხსნის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მთავრობას შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქებისკენ მოუწოდებს. წინასაახალწლოდ გაჩერებული ობიექტების თუ ტრანსპორტის ერთიანად გახსნის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები კვლავ 5 000-იან ნიშნულზე დაბრუნდება. სტაბილიზაციის პროცესი გრძელდება, თუმცა კლების მაჩვენებელი დაბალია. ბოლო ერთ დღეში ჩატარებული თითქმის 18 000 ტესტიდან კორონავირუსი 3 500-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ვაქცინის გაზაფხულამდე შემოსატანად მოლაპარაკებები მწარმოებლებთან დაწყებულია, ვაქცინის დანერგვის გეგმა კი, თვის ბოლოს იქნება მზად.

დღეს ცნობილი გახდა, სამი ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინის შენახვის რა პირობები აქვს ქვეყანას.