ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის პიკი, სავარაუდოდ უკვე გადაიარა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას ეპიდემიოლოგებს გაორმაგებული ტესტირების ფონზე დასტაბილურებული მონაცემები აძლევს.

დაიწყო ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლების კლების ტენდენციაც, რასაც ექიმები გაფართოებულ ტესტირებას და მკაცრ შეზღუდვებს უკავშირებენ, თუმცა მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსმა კიდევ 49 ადამიანი იმსხვერპლა. ამირან გამყრელიძე უახლოეს პერიოდში მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებს. დასტაბილურებული სიტუაციის შენარჩუნების და ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით, არ არის გამორიცხული, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების 10 დღით მოხსნის გადაწყვეტილება გადაიხედოს. საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე კვირის ბოლოს იმსჯელებს.