ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველო „კოვიდ-19“-ის გავრცელების დაბალ მაჩენებლებს ინარჩუნებს.

ყოველდღიურად გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს შორის ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული სატვირთო მანქანების მძღოლები ფიგურირებენ. შესაბამისად ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევები პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, ტესტირების მასშტაბები და სავალდებულოდ გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მარტო ბოლო ერთ დღეში 3 500-მდე ადამიანი დატესტეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.