ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

მონაცემები არ იკლებს. კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. 4 260 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. დღეს ცნობილი გახდა ორი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ. ერთ-ერთის ოჯახი არასათანადო მკურნალობაზე საუბრობს, მეორე შემთხვევაში კი ინფიცირებული პაციენტი საკეისრო კვეთიდან ერთ კვირაში დაიღუპა. იმისთვის, რომ სავარაუდო ინფიცირებულების დროული გამოვლენა და ამ გზით კონტაქტების თუ უსიმპტომო მოქალაქეების იზოლირება და ჯაჭვის გაწყვეტა მოხდეს, ტესტირების პროტოკოლში ცვლილებები შევიდა. სახელმწიფო ხარჯებით პისიარ-ტესტების აღება მარტივდება და ის ოჯახის ექიმთან მიმართვის გარეშეც შესაძლებელი ხდება. ასევე ყველა საავადმყოფო ვალდებული იქნება, რომ ნებისმიერი პაციენტი, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი, პისიარ-ტექნოლოგიით მაინც გამოიკვლიონ.