ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გართულებული ეპიდ-ვითარება.

3 071 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 3 366 პირი. ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ დედაქალაქშია. ერთ დღეში 1 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. სპეციალისტები რეკომენდაციების დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მიუთითებენ და პირბადის და დისტანციის დაცვის გარდა მობილობის შემცირებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც მოქალაქეების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებას გულისხმობს.

თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.